დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში,საქართველოში რიგით 42-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.ცენტრის გახსნას სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავჯდომარე გიორგი პატარიძე,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ ლაჯანის მოსახლეობის გარდა გაგულეჩის, ორბელის, სპათაგორის, ლეშკედას, ლაცორიას, წილამიერის, კურცობის, ხოჯის, უსახელოს, ლაილაშის, თაბორისა და სურმუშის 5 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.
Visited 315 times, 1 visit(s) today