სოფელ ჭარნალში ახალგარემონტებული ბაღი გაიხსნა

სოფელ ჭარნალში 200 აღსაზრდელზე გათვლილი გარემონტებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სასწავლო პროცესის განახლებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების წარმოამდგენლები დაესწრნენ. ჭარნალის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს,,ფელიქსმა” აწარმოა. სამუშაებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 999 ლარი დაიხარჯა. შენობა უზრუნველყოფილია ახალი ინვენტარით და სათამაშოებით. ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, 2 რემონტდება,4 ბაღი (მახინჯაური, ფერია, კირნათი, ქედქედი) აშენდა, 1 მშენებლობა კი მიმდინარეობს.

Visited 237 times, 1 visit(s) today