საპარტნიორო ფონდს ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია ესტუმრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო სტუმრას. დელეგაციას ბანკის შიდა მონღოლეთის ფილიალის გენერალური მენეჯერი იუ სუე პინის ხელმძღვანელობით. შეხვედრის თემა იყო ფინანსური რესურსის გამოყოფა საპარტნიორო ფონდისთვის ჩინურ კომპანიებთან სათანამშრომლოდ, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ რისკებისა და პროექტების შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები. თვის ბოლომდე პროექტის ეკონომიკური ანალიზი დასრულდება და დეკემბრის დასაწყისში შემუშავდება თანამშრომლობის ხელშეკრულება და სამუშაო გეგმა. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა ჩინელ ინვესტორებს განსახორციელებელი პოტენციური პროექტები გააცნეს და მომავალ თანამშრომლობის პრინციპებზე შეთანხმდნენ.

Visited 129 times, 1 visit(s) today