მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა. დღის წესრიგის თანახმად დეპუტატებმა 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას უყარეს კენჭი. ცვლილება სოციალური პაკეტის მოცულობის ზრდით განხორციელდა, რაც მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის ბოლომდე სოციალურ პაკეტში დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას მისცეს. დეპუტატებმა ასევე სოფელ ცხრაწყაროს ახლადაშენებული საბავშვო ბაღის გაზგაყვანილობის უზრუნველყოფასა და ინვენტარისათვის საჭირო თანხის გამოყოფასაც უყარეს კენჭი. დამატებით გამოიყო აგრეთვე 30 ათასი ლარი საახალწლო ღონისძიებების დასაფინანსებლად.

Visited 139 times, 1 visit(s) today