მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფის შექმნის საკითხზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო შეთავაზება განიხილეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ცვლილებების განხორციელებას მაუწყებლობის შესახებ კანონის 30-ე მუხლში ითხოვენ, რომელიც სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, სამუშაო ჯგუფში სპეციალისტები და ყველა დაინტერესებული ჯგუფი ჩაერთვება, რის შემდეგაც შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში წარსადგენად.

Visited 121 times, 1 visit(s) today