ბაშში ვარციხე ჰესის სადრენაჟო არხის გაფართოება იწყება

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია თანმხლებ პირებთან ერთად ვარციხე ჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ბაშელების მთავარი პრობლემის მოგვარების საკითხებზე. ადგილობრივებს უხვი ნალექი რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნის. „ვარციხე ჰესის– 2005“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა უფლისაშვილმა შეკრებილებს დეტალურად გააცნო საკითხის მოგვარების გეგმა. პირველ ეტაპზე მოხდება სადრენაჟო არხის გაფართოვება, რაც ხელს შეუწყობს უხვი ნალექის გადინებას და მოსახლეობის დატვბორვის საფრთხეს მაქსიმალურად შეამცირებს. აღნიშნული სამუშაოები შესაბამის ინსტანციებთან შეთანხმების შემდეგ ფოტო გაზაფხულზე დაიწყება. სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა 250 ათასი ლარი საინვესტიციო პროგრამაში უკვე გათვალისწინებულია. სადრენაჟო არხი 1725 მ . მონაკვეთით გაფართოვდება, როგორც ვარციხე ჰესის ხელმძღვანელმა ზაზა უფლისაშვილმა განაცხადა, “ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე მოსახლეობის სრული მზადყოფნაა დახმარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პრობლემა გადაჭრილი იქნას.“
მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, „ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რეალური ნაბიჯები პრობლემის გადასაჭრელად ახლა იდგმება, რაც საწინდარია ბაშელების მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად.“

Visited 354 times, 1 visit(s) today