2017 წელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული

2017 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწესრიგებლად 8 მილიონ ლარმდე დაიხარჯება. პრიორიტეტულ პროექტთა შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების აღდგენა, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოთა რეაბილიტაცია. 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გაგრძელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის საყავრიისა და კირკის უბნის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ამჟამად მასშტაბური საინვესტიციო პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 25 კმ. – იანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. ქსელის მოწყობის შემდეგ 1400 აბონენტი შეძლებს წყლის მიღებას. აღნიშნულ დასახლებას ცენტრალიზებულად სასმელი წყალი ათეულობით წლებია აღარ მიეწოდება.

Visited 175 times, 1 visit(s) today