სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასულდა

ხონის სამხედრო დასახლებაში სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. მრავალბინიანი კორპუსის სახურავი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, მთლიანად გამოიცვალა. დასრულებული პროექტი დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს , მოსახლეობას შეხვდნენ და გაესაუბრნენ. ნოემბრის თვეში ძლიერმა ქარმა ხონის მუნიციპალიტეტში სცხოვრებელი სახლები დააზიანა, მათ შორის ,სამხედრო დასახლებაში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადააძრო. სტიქიის სალიკვიდაციოდ , მთავრობის განკარგულებით, ხონის მუნიციპალიტეტს 90 300 ლარი გამოეყო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაწერილ ვადებში წარმატებით განხორციელდა.

Visited 167 times, 1 visit(s) today