თელავში ,,ენერგოცენტრალი” გაიხსნა

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერების (EC-LEDS),,სუფთა ენერგიის პროგრამის’ ფარგლებში ალტერნატიული ენერგიის წყარო ,,ენერგოცენტრალი” გაიხსნა. ენერგოცენტრალის გახსნას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, USID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი და ვერონიკა ლი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი, ,,ვინროკის“ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე,ახალი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი ზაალ ხელაძე, ასევე კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე,თელავის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე ესწრებოდნენ. ,,ენერგოცენტრალი“არის ალტერნატიული ენერგიის წყარო, რომელიც მზისგან გამოიმუშავებს ელექტრო და თბურ ენერგიას, რაც ამცირებს გარემოში CO2-ის გაფრქვევას.აღნიშნული პროექტი საპილოტეა და იგი პირველად თელავში განხორციელდა.

Visited 353 times, 1 visit(s) today