სოფელ ჩარგალში, 2017 წლის 25 იანვარს, გაიმართა მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საზოგადოების წარმომადგენლებმა: პოეტებმა, მწერლებმა, ხალხურმა მთქმელებმა, ჩოხოსნებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირისა და პოეტის, მიხა ხელაშვილის ხსოვნას. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები-დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, დებმა ნაყეურებმა, ახმეტელის თეატრის მსახიობებმა. ქართული საბრძოლო ხელოვნება წარმოადგინა ,,ხრიდოლმა’’. (ხელი-ი ნუკრი მჭედლიშვილი). მოეწყო მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.