ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ზესტაფონის თვითმმართველობამ მიულოცა

16 თებერვალს, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ გამგეობის შენობის წინ ლიტვის სახელმწიფო დროშა აღმართეს და ლიტველ ხალხს ზესტაფონიდან მიულოცეს ქვეყნის ისტორიაში ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი . ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთობას ჯერ კიდევ 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით კი, 2011 წლის 5 სექტემბრიდან ორ ქალაქს შორის კავშირმა ოფიციალური სახე მიიღო. ურთიერთობები ტაურაგესა და ზესტაფონს შორის კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს აერთიანებს.

Visited 147 times, 1 visit(s) today