გუბერნატორმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

21/03/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, მოადგილე დათო კოდუასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლაშა გოგიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. მხარის რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და განუცხადა, რომ მათ დემოკრატიული სახელმწიფოს შენების და ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ. გუბერნატორმა მედიის წარმომადგენლებს მუდმივად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში მუშაობა უსურვა.
„განსაკუთრებით ამ დღეს ვულოცავ ვეტერან ჟურნალისტებს. დიდია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.“ – განაცხადა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0