საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, ქართველი მხატვრის ვახო ბუღაძის ფერწერის პერსონალურ გამოფენას დაესწრო, რომელიც მეგობარს, ოთო ბაგრატიონს მიუძღვნა.
მაკა ჩიჩუამ ნამუშევრები დაათვალიერა და ავტორს გამოფენის გახსნა მიულოცა.
გამოფენა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში დღეს გაიხსნა და 22 აპრილამდე გაგრძელდება.
მაკა ჩიჩუა ქართველი მხატვრის ვახო ბუღაძის გამოფენის გახსნას დაესწრო
05/04/2017