დავით სერგეენკო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

05/04/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ისრაელს შორის 25 წლიანი დიპლომატიური კავშირის ფარგლებში, სამედიცინო მიმართულებით ქვეყანათაშორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მედპერსონალის გადამზადების პერსპექტივები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0