თურქეთის პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დასრულდა

დასრულდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ბინალი ილდირიმი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თურქ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომას უხელმძღვანელა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

Visited 111 times, 1 visit(s) today