წყალთბილა-ნაოხრების საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

08/06/2017

აქტიურად მიმდინარეობს წყალთბილა-ნაოხრების საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს გვერდულებისა და ტემპერატურული ნაკერების მოწყობა. წყალთბილა ნაოხრების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 114 900 ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სოფელში ბეტონის საფარი გასულ წელსაც მოეწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯამში კილომეტრამდე სოფლის შიდა გზა მოწესრიგდება. მოსახლეობას კი გადაადგილება უფრო გაუადვილდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0