ADB ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს

19/06/2017

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა (Sean O’Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეთანხმება 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
პროექტით დაფინანსდება ძირულა – ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტი, გარემონტება და რეკონსტრუქცია გაუკეთდება იდებს, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0