CIB-პროგრამის ანგარიშის განხილვა გაიმართა

29/01/2018

ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის(CIB) ანგარიში განიხილეს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევბის ფონზე და ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, უმნიშვნელოვანესია ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მხარდაჭერა, რომელიც აგრეთვე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორებიც არის ლაბორატორიული შესაძლებლობების და შემოსავლის სამსახურის გაძლიერება“-განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელა და ასევ მონაწილეობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ფონდის“ წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0