COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში “ევექსის” კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს. ვაქცინაციის სამზადისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი გაეცნო. მისი განმარტებით, ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები. ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ). COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. აცრა ნებაყოფლობითია.

Visited 63 times, 1 visit(s) today