DG NEAR-ის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან შეხვედრა გაიმართა

10/07/2017

10 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან ლორენს მერედიტთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმების პროცესში ევროკავშირის დახმარების პროგრამების როლი. საუბარი შეეხო ასევე, ინიციატივას საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში ევროპული სკოლის დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სკოლის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამების მოსამზადებლად და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველო მომავალი 2017-2020 წლების დახმარების თანამშრობლობის ერთიანი ჩარჩო პროგრამის პრიორიტეტები და მის ფარგლებში კონკრეტული პროექტების განხორციელების მექანიზმები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0