EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება გრძელდება

12/07/2016

EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყანაში მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება გრძელდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებებს. პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის ასევე 2 მლნ ევრო გრანტის სახით. პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას.
პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან – მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენა და მე-2 – ტექნიკური დახმარება მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას; ეკოლოგიური, სოციალური, ასევე ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას; ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნას და აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
დღესვე გაფორმდა საპროექტო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანები და კონტეინერები განკუთვნილია 64 მუნიციპალიტეტისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0