EPP-ს პრეზიდენტის განცხადება აბსოლუტურად მიკერძოებულია და რეალობასთან არ არის

თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრას “მოიგებს”.

“ეს არის სახალხო პარტიის თავმჯდომარის განცხადება და ის პრინციპულად განსხვავდება იმ განწყობებიდან, რაც ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში ამ პარტიის წარმომადგენლებისგან. სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, აბსოლუტურად მიკერძოებული და არანაირ კავშირში მყოფი რეალობასთან და საქმესთან. სამწუხაროა, როცა EPP-ს პრეზიდენტი დაწერილ ტექსტს გვიკითხავს და ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბებს აკავშირებს ერთმანეთთან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, EPP-ს პრეზიდენტის პოლიტიკური არჩევანია ის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მეგობრებს უჭერს მხარს.

“ეს ნორმალური, გასაგები პროცესია. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სახალხო პარტიის ხმები საქართველოს სასარგებლოდ გადანაწილდეს”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

Visited 160 times, 1 visit(s) today