Gem fest მომავალი წლიდან 1 თვიანი იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დადიანების სასახლის ეზოში “GEM FEST”-ის მთავარი პრომო ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართა. კლიპი მთლიანად სამეგრელოშია გადაღებული და მიზნად ამ რეგიონის პოპულარიზებას ისახავს. საიმიჯო კლიპი დადიანების ეზოში შეკრებილებს ფესტივალის დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ წარუდგინა. სიგუა კლიპის ჩვენებამდე საზოგადოებას ფესტივალის მიღწევებსა და მის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

„ლევან შონია არის ადამიანი, რომელასც დიდი წვილი მიუძღვის იმაში, რომ Gem fest არსებობს“ განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი სიგუამ და რეგიონის გუბერნატორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ფესტივალის დამფუძვნებელმა შეკრებილებს მთავარი სიურპრიზი კლიპის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაუმხილა, გიორგი სიგუას განცხადებით, ხელისუფლების მხარდაჭერით მომავალ წელს ფესტივალი მინიმუმ 1 თვიანი იქნება.
“GEM FEST” 10-14 აგვისტოს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში გაიმართება.

Visited 169 times, 1 visit(s) today