NATO მხარს უჭერს საქართველოს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს

NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე: „NATO-ს ვარშავის სამიტი: შესაძლებლობები და მოლოდინები” განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

„ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში ძალიან ძლიერი და სტაბილურია. რეგიონის სამივე ქვეყანა დაინტერესებულია NATO-სთან პარტნიორობის შენარჩუნებით.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანების კანდიდატია, რეგიონში მალე იგეგმება რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება”, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

თავის მხრივ, NATO-ს გენშტაბის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტეფან ელგერსმამ განაცხადა, რომ ალიანსი გეგმავს, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ პროექტებში ჩართოს.

Visited 122 times, 1 visit(s) today