RMG დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს

15/01/2018

კომპანია RMG სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს.
შპს RMG Gold-ის მიერ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენილი ჯაგრცხილის ჯიშის 250 მ3 ხე-ტყე დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად გადაეცათ.
სოციალურად დაუცველი ოჯახები RMG-ის კორპორაციულმა დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მოინახულეს და მათ ზამთრის მარაგი შეშა გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0