Unesco-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

Unesco-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ, 8 ოქტომბერს, 11:00 საათზე ვაკის მედიათეკაში, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

Visited 93 times, 1 visit(s) today