ბათუმში გიგანტური ტუია და 5 ძირი ტირიფი დაირგო

22/02/2017

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში მცენარეების დარგვითი სამუშაოები განახორციელა. დაირგო 1 ძირი გიგანტური ტუია და 5 ძირი ტირიფი. დარგვითი პროცესი ახალი, გერმანული ტექნოლოგიით შესრულდა, რაც მცენარის ფესვიდან გამაგრებასა და ჭიგოების ჩანაცვლებას გულისხმობს. ნერგების ამ მეთოდით დარგვა, ვიზუალური ეფექტის გარდა, მცენარეების სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0