ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

15/04/2024

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, ოფიციალურად გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება. შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში, 20-მდე პირია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას. შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0