ლევან ხარაბაძე გორაკასა და ქვემოჭალის მოსახლეობას შეხვდა

12/04/2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სოფელების – გორაკასა და ქვემო ჭალის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. შეხვედრისას რეგიონის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივების ჩართულობასა და აქტიურ თანამონაწილეობას. შეხვედრას, ასევე, რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა. ამჟამად, სოფელ ქვემო ჭალიდან სოფელ გორაკამდე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 1 100 000 ლარია. ჯამში, დაგეგმილია 2100 გრძივი მეტრი გზის მოწყობა. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და ადგილობრივები გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0