ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კიდევ ერთი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

23/02/2018

ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი” მიმდინარე წლის 24 თებერვალს მორიგი საქველმოქმედო აქციის ჩატარებას გეგმავს ბოლნისში.
კლინიკა ,,ენმედიცი” დაახლოებით 5 წელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახორციელებს მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის , მათ შორის ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ანგიოლოგის მონაწილეობით. გასინჯვისას განხორციელდება ასევე
კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
პაციენტების მიღება 11 საათიდან დაიწყება და 16 საათამდე გასტანს.
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის ქ N 106.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0