ბოლნისში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23/03/2017

ე. წ. ანდრეევკის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მოედნის შეკეთება მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული მოედნის დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი უკვე დაიწყო. სრულად აღდგება მაყურებლის ტრიბუნა , მოეწყობა ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და შეცვლება ლითონის შემოღობვაც.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0