გამგებელმა პროექტ „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ გუნდის წევრებს უმასპინძლა

24/02/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის მოადგილემ ანზორ სვანიძემ პროექტ „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ გუნდის წევრებს უმასპინძლეს.
ახალგაზრდებმა ხელმძღვანელ პირებს მათი საქმიანობა გააცნეს და აღნიშნეს, რომ სამუშაო ჯგუფის ძირითადი სამიზნე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი იქნება, სადაც ადგილობრივების საჭიროებებს ადგილზე გაეცნობიან, შემდგომ კი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მათივე ხედვას მუნიციპალიტეტს წარმოუდგენენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა სტუდენტებს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და ძირითად გამოწვევებზე.
გამგებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მიესალმება ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში და მზადაა მათ დახმარება გაუწიოს ყველა აქტივობის სრულყოფილად განხორციელებაში.
პროექტს – „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ორგანიზაცია „მოქალაქე“ ერთობლივად ახორციელებს და მისი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების საკითხში სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადება და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაა.
აღსანიშნავია, რომ წელს პროექტში 3 აქტიური ბორჯომელი ახალგაზრდაც ჩაერთო, რომლებიც გუნდის წევრებთან ერთად ადგილზე იმუშავებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0