გზების დეპარტამენტმა გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

22/02/2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა, დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ასევე, ხაშური-ზესტაფონისა(რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთებზე.
უახლოეს დღეებში, გზის შეკეთება დაიწყება კახეთის რეგიონში და სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0