გიორგი ქობულიამ ტექსტილის საწარმო „ემ-ჯი-ემ ტექსს“ დაათვალიერა

15/02/2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტექსტილის საწარმო „ემ-ჯი-ემ ტექსს“ (MGM TEX) დაათვალიერეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. საწარმოში სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი იკერება და სარეალიზაციოდ ევროპის ბაზარზე გააქვთ. საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ ლარამდე არის და ამ ეტაპზე 300 ადგილობრივია დასაქმებული.
დღესვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქუთაისში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში. ღონისძიებას 200–მდე მეწარმე დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0