გრიგოლ ნემსაძე სოფელ მაწევანის მცხოვრებლებს შეხვდა

20/02/2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში გამართა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
რეგიონის გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ადგილზე განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
მაწევანის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 964 655 ლარი დაიხარჯება. ცენტრალური და შიდა საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილზე მიმდინარე წელს დაიწყება.
შეხვედრა ინტერაქტიული იყო. გუბერნატორი ადგილობრივებს გაჟღერებული პრობლემური საკითხების, ეტაპობრივად, მოგვარებას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0