დავით ჯიქიამ და გიორგი ბეგაძემ მოკრივე ლაშა გურული დააჯილდოეს

26/04/2017

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ ახალგაზრდა მოკრივეს, ლაშა გურულს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს. რუსთაველ სპორსტმენს, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი სპორტული მიღწევები უსურვეს და მადლობის სიგელთან ერთად, ფასიანი საჩუქრები გადასცეს. ევროპის ჩემპიონატი 14-21 მარტს, რუმინეთის ქალაქ ბრაილაში გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ლაშა გურულმა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. რუსთაველმა მოკრივემ ფინალამდე 4 შეხვედრა ჩაატარა და რუსი, ნორვეგიელი, რუმინელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა სპორსტმენი ბრიტანელ ლუკ მაკკორმიკს დაუპირისპირდა და საბოლოოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ლაშა გურული პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც კრივში ევროპის ოცდაორწლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0