დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

13/12/2018

დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა) იპ-ებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროგრამებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 6 319 900 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 7 74 800 ლარს შეადგენს.
2019 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1060 000 ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 746 300 ლარი , ასევე, სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 294 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 1 876 000 ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე სკოლამდელი განათლების დაფინანსება.
საბიუჯეტო წლის დასაწყისში 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული ნაშთი გადანაწილდება სხვადასხვა მიმართულებებით.
ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას საკრებულო კენჭს 20 დეკემბრის სხდომაზე უყრის.
ბიუჯეტის პროექტის ნახვა შესაძლებელია :
http://dedoplistskaro.gov.ge/…/dedopliscqaros-municipalitet…

Tweet about this on TwitterShare on Facebook0