დმანისის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი კოოპერატივების მეპაიეებს სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი მიწები 25 წლიანი იჯარით გადასცეს

21/04/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძედა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი ადგილობრივი კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი მიწები 25 წლიანი იჯარით გადასცეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედის ფარგლებში კოოპერატივების „მოურავი“, „მთის ძირი“, „იმედი“ და „ბოსლები”-ს წევრებს, სფეროში არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საქმიანობის პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცათ.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს, მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0