ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა

02/11/2017

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი წეროვნის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა. კერსტი კალიულაიდმა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად, წეროვნის საჯარო სკოლა დაათვალიერა, მოსწავლეებს შეხვდა და პირველკლასელებს ესტონური ზღაპრების წიგნები გადასცა საჩუქრად. ესტონეთის პრეზიდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახიც დაათვალიერა.
წეროვნის დევნილთა ჩასახლებიდან კერსტი კალიულაიდი ხურვალეთში გაემგზავრა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0