ვიცე-პრემიერი კასპის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

05/12/2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. კასპში სააკაძის ქუჩაზე დასრულდა 500 ადამიანზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი რეაბილიტაცია. სპორტსკოლა აღიჭურვა ახალი საშხაპეებით, გასახდელებით, ოთახები სველი წერტილებით. საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟდა ტაბლო და სპორტული განათება, პრეს-ლოჟა და ორი 14 ადგილიანი გადახურული სათადარიგოთა სკამები, მოეწყო ორი 20 კაციანი გასახდელი უფროსებისთვის, ასევე ორი 18 კაციანი გასახდელი ბავშვებისათვის. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ქალაქ კასპში მიმდინარეობს რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა, პროექტის შესაბამისად შენდება 2 სართულიანი ინოვაციური ცენტრი. ინოვაციების ცენტრში შესაძლებელი იქნება ტრენინგებისთვის, ვორკშოფების და პრეზენტაციების გამართვა სპეციალურად ამისათვის მოწყობილ სივრცეებში; ნებისმიერი მსურველისათვის საგანგებო სამუშაო სივრცეებში მუშაობა.
ინოვაციების ცენტრებში იქნება ფაბლაბი/Maker Space, რაც გულისხმობს სივრცეს შემოქმედი ადამიანებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით შექმნას თავისი იდეის ან გამოგონების პროტოტიპი. ასევე, აწარმოოს მცირე რაოდენობის პროდუქცია და დაიწყოს ბიზნესი.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდწბა მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და დასრულება იგეგმება 2020 წლისათვის. კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინარეხში და კოდისწყაროში მიმდინარეობს 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლების პროექტირება/მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0