ზაზა ურუშაძემ ნიგოითში ქარისაგან დაზიანებული სახლი დაათვალიერა

26/04/2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგოითში მალხაზ ფირცხალაიშვილის ქარისაგან დაზიანებული სახლი დაათვალიერა. ძლიერმა ქარმა სახლის ნახევარი მთლიანად ჩამოშალა და მიწასთან გაასწორა. ფირცხალაიშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და ამავე დროს მრავალშვილიანია. როგორც ოჯახის დიასახლისმა განაცხადა, მათ არანაირი საშუალება არ გააჩნიათ, რომ დანგრეული სახლის ნაწილი შეაკეთონ. მუნიციპალიტეტის გამგებელი დაჰპირდა ფირცხალაიშვილებს, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმ ს გააკეთებს და დაეხმარება მათ. ნიგოითში იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი თემურ ალექსაია და გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0