ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვახტანგ ღამბაშიძე აირჩიეს

20/11/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. ახალი შემადგენლობით საკრებულოს სხდომა 15 : 00 საათზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კახნიაშვილმა გახსნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. გიორგი კახნიაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს ჯემალ გორგოძეს გადასცა. ამის შემდეგ დეპუტატებმა შესაბამისი პროცედურების დაცვით, საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვახტანგ ღამბაშიძემ ჩაიბარა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სავარძელი კი თემურ საყვარელიძემ. ვახტანგ ღამბაშიძე მანამდე გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატია. აქედან “ქართულ ოცნებას” პროპორციული სიით 8, ხოლო 21 წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ 3, „ევროპულ საქართველოს“ 2, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 2 წევრი ჰყავს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 4 ქალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0