ზესტაფონმა ცურვის ფესტივალს უმასპინძლა

18/07/2017

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ზესტაფონში ცურვის ფესტივალი გაიმართა. მოყვარულ მოცურავეთა ფესტივალს შპს „ბლექსის“ საცურაო კომპლექსი მასპინძლობდა. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები იღებდნენ. ფესტივალი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და იმერეთის მხარის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს. მათ დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა. ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები და ჯილდოები მონაწილეებს იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემაც გადასცა. ცურვის ფესტივალს შესაძლოა ამიერიდან ტრადიციული ხასიათი მიეცეს, ამის შესახებ დღეს ოლიმპიური კომიტეტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0