ზესტაფონში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 გაიხსნა

21/11/2017

სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 გაიხსნა. ოლიმპიადის პირველი დღე მინი ფეხბურთის ტურნირით დაიწყო. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები იღებენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება. ყველა შეხვედრას სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ოლიმპიადის პროგრამა ოთხ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი შიდა სასკოლო ტურნირებს მოიცავს, მეორე ეტაპზე მუნიციპალური შეჯიბრებები ეწყობა, მესამე ეტაპზე რეგიონალური შეხვედრები იმართება, ხოლო დასკვნითი ეტაპზე, ოლიმპიადა ფინალური თამაშებით სრულდება, რომელიც ანაკლიის ბანაკში იმართება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშები 2015 წლიდნ იმართება და მისი მიზანია საზოგადოების და განსაკუთრებით მოსწავლე – ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0