ზესტაფონში 17-20 დეკემბერს აღმაშენებლის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

14/12/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გეგმავს 2018 წლის 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 195-ე კმ-ზე, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძოდ საქარხნოს ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელების მოწესრიგებას და ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ლიანდაგის რელსებს შორის მანძილის გაწმენდის და შემდგომ მათი ასფალტით ამოვსების სამუშაოთა წარმოებას, რისთვისაც საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის (დ. აღმაშენებლის ქუჩა) გამოყენებით.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0