ზურაბ პატარაძე ისმეთ-დინდარ მიქელაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო

20/02/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ისმეთ-დინდარ მიქელაძის იუბილესადმი მიძღვნილ სალონურ საღამოს დაესწრო. ზურაბ პატარაძემ დამსახურებულ ექიმს 62 წლის იუბილე მიულოცა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საზოგადოებისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
მუსიკალურ ცენტრში გამართულ ღონისძიებას პარლამენტარები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბაუს სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამოზე მუსიკალური ნომრები ლაშა ღლონტმა და სოფო ხალვაშმა შეასრულეს.
ისმეთ-დინდარ მიქელაძე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი და BAU International University Batumi-ს რექტორია. 2016 წელს მას “საუკუნის ექიმის” ტიტული მიენიჭა. ისმეთ-დინდარი ასევე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი. იგი ოთხი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0