თეთრიწყაროში, მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს ახალი შენობა გაიხსნა

21/02/2018

ქალაქ თეთრიწყაროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ.
ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ ახლადრეაბილიტირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებს ფუნციონირებას. დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70 ბენეფიციარს ემსახურება და ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით გადასცემს მშრალ პროდუქტებს. პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ღირებულება ხელშეკრულებით 161 985 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0