იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ფრეზეთში საბავშვო ბაღი აშენდება

23/02/2018

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გაიმართა პროექტის საგრანტო პროგრამის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია. პროექტები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, კერძოდ, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში ფრეზეთის სოფლის დევნილთა დასახლებაში აშენდება საბავშვო ბაღი, რომელიც მოემსახურება 2-დან 6 წლამდე ასაკის 70-მდე ბავშვს. ფრეზეთის დევნილთა დასახლება მოიცავს 300 ოჯახს ( დაახლოებით 1100 დევნილი 2008 წელს საქართველო- რუსეთის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი) იაპონიის საელჩოს დაფინანსება აღნიშნული პროექტისთვის შეადგენს 63,059 აშშ დოლარს.
,,გრასრუტების“ საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას.
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, პროექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0