კახეთის რეგიონში 80 ათასზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

24/09/2017

24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 91,7 მლნ ლარს მიაღწია.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 37 ათასი ტონა რქაწითელი, 37,7 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კაღწევომპანია.
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში კვლავ ქტიურ ფაზაშია და ყურძნის გადამუშავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 27,3 ათასი ტონა, გურჯაანი – 21,7 ათასი ტონა, თელავი – 13,8 ათასი ტონა, სიღნაღი – 8,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა, ახმეტა – 2,3 ათასი ტონა და საგარეჯო – 1,8 ათასი ტონა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0