ლანჩხუთში წყალმომარაგების სამუშაოები დასრულების ფაზაშია

27/01/2020

ლანჩხუთში წყალმომარაგების სამუშაოები დასრულების ფაზაშია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს გვიმბალაურის, ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის ღირებულება 1 101 329 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდეგ, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 560-ზე მეტ ოჯახს. დღეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია გაეცნო. სულ, ლანჩხუთში ხორციელდება 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 481 000 ლარია, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1140 ოჯახს. პროექტები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0